ბაქოში ქართველები ბინის ქურდობისთვის დააკავეს

საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს ბაქოს ბინაგადინსკის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა. ამ ინფორმაციას სპუტნიკ აზერბაიჯანი პოლიციის სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები: 40 წლის ლაშა აბრამიშვილი, 45 წლის შმაგი გაფრინდაშვილი, 50 წლის რამაზ მაჭარაშვილი და აგდამსკის რაიონის მაცხოვრებელი 31 წლის ვიუსალ მაგერამოვი. ბინის ქურდების კვალზე პოლიცია 28 თებერვალს ბინაგადინსკის რაიონში ჩადენილი ბინის ქურდობის გამოძიებისას გავიდა.
ქურდებმა ბინიდან 5 ათასი აზერბაიჯანული მანათის ღირებულების ოქროული მოიპოვეს. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ, თუმცა გამოძიებამ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები მოიპოვა. ეჭვმიტანილები კორპუსთან დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. დაკავების შემდეგ პოლიციამ მოპარული ოქროს ნივთებიც ამოიღო.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს ერთადერთი ბინა არ არის, რომელიც დაკავებულებმა გაქურდეს. ამჟამად აზერბაიჯანელი სამართალდამცავები იმას არკვევენ, რამდენი იმყოფებოდნენ ქართველი ქურდები აზერბაიჯანში.