ბოლოს 5 წლის განმავლობაში მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიაში ცხოვრება მნიშვნელოვანია და ფიქრობს, რომ დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვისთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა. თუმცა მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა; დანარჩენი 46 პროცენტის აზრით, საქართველო არ არის დემოკრატია, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ კუთხით ყველაზე უარყოფითი შედეგი თბილისში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის 53 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია. უფროსი ასაკის მოქალაქეების 53 პროცენტიც ასე ფიქრობს.

მოქალაქეები ასევე მიიჩნევენ, რომ მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ. ასე მაგალითად: 36 პროცენტის აზრით, მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე საერთოდ არ აქვთ გავლენა, 14 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათ მცირე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.


XX