ბრიტანეთის დედოფალს მძიმე “ბრეგზითის“ შემთხვევაში ევაკუაციას უპირებენ

გაზეთ The Sunday Times – ის ინფორმაციით თუ ბრეგზითი ხელშეკრულების, ანუ მკაფიოდ დადგენილი წესების გარეშე გარეშე დაიწყო და ამას ლონდონში არეულობები მოჰყვა დედოფალ ელისაბედ მეორეს ევაკუაცია მოხდება.
გამოცემის ინფორმაციით ასეთი გეგმა ჯერ კიდევ 1962 წელს ცივი ომის დროს შეიმუშავეს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი თანამედროვე რეალობასთან მისი ადაპტრირება მოხდა. ვარაუდობენ, რომ დედოფალს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებს ლონდონის გარეთ, საიდუმლო სახლებში გადაიყვანენ.
27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ გამორიცხავს საომარი მდგომარეობის შემოღებას ქაოსის აღსაკვეთად “უხეში ბრეგზითის“ შემთხვევაში. ბრიტანელმა მინისტრებმა არეულობის შემთხვევაში 2004 წლის საგანგებო სიტუაციების შესახებ აქტის გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს. ამ აქტის მიხედვით ქვეყანაში შესაძლებელია კომენდანტის საათის შემოღება, მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ქონების კონფისკაცია და არეულობის სამხედროების დახმარებით ჩარხშობა
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ მოლაპარაკებები ლონდონსა და ბრიუსელს შორის 2017 წელს დაიწყო. ამას წინ უძღვოდა რეფერენდუმი ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 51.9 % მა დაუჭირა მხარი.