პირველი არხის თანამშრომლის თქმით, გუშინ ოპერატორს თვალებში ქიმიური ხსნარი შეასხეს
პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს პუტინისტურმა ჯგუფებმა გუშინ თვალები დაუზიანეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ინფორმაციით, ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი თვალებში გარკვეული ქიმიური ნივთიერება შეასხეს.
ის კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობს და დამატებითი...
სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს – ოხანაშვილი ჟურნალისტებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს გუშინდელი ძალადობის შემდეგ ჰპირდება, რომ "ასეთი რამ აღარ განმეორდება".
ის ჟურნალისტების დაცვისთვის მადლობას უხდის სამართალდამცავებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჟურნალისტების დაცვა ვერ შეძლეს.
"ჟურნალისტებს...
12-დან 16 ივლისის ჩათვლით ღამის საათებში რიკოთის გვირაბი ჩაიკეტება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 12 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით ღამის საათებში მოძრაობა აიკრძალება. გადაადგილება შეიზღუდება 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ...
სამარცხვინოა! მთავრობის განცხადებებმა წაახალისა ძალადობა – ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი ტეის როიტენი სამარცხვინოს უწოდებს მთავრობის მიერ 5 ივლისს ძალადობის წახალისებას.
მისი თქმით, მთავრობის განცხადებებმა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.
"უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით. ნაცვლად იმისა, რომ ყველა დაეცვათ, როგორც...
სამართალდამცავების ვალდებულებაა, პასუხისგებაში მისცენ მოძალადეები – ნედ პრაისი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თბილისში 5 ივლისს პუტინისტური ჯგუფების მიერ ძალადობას ეხმიანება. მისი განცხადებით, სამართალდამცავები ვალდებულები არიან, კონსტიტუციური უფლებები დაიცვან და მოძალადეები დააკავონ.
"ვგმობთ საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო...
სენაკში მანქანა ხევში გადავარდა – აფეთქებულ მანქანაში ბაბუა და 7 წლის შვილიშვილი დაიღუპნენ
სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ბეთლემთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი. კიდევ 2 ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხევში გადავარდნილ და დამწვარ მანქანაში...
კალენდარს რომ უყურებ 2021 წერია, მაგრამ ფეოდალურ გარემოში ვართ – რუსუდან გოცირიძე
"კალენდარს რომ უყურებ 2021 წერია, მაგრამ ფეოდალურ გარემოში ვართ"- ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ დღეს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები როცესებს რუსული ელფერი დაკრავდა. გოცირიძემ ასევე მადლობა გადაუხადა...
“გულისამრევი” – ქვეყნის გარეთ თბილისის მოვლენებს აფასებენ
„გულისამრევი“ - ასე აფასებს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ელჩი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისგან მოელის არამარტო მომხდარის დაგმობას, არამედ ძალადობაში მონაწილე...
ძალადობრივი ჯგუფები მოძრაობა ”საქართველოსთვის” წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, ამჯერად ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფები, მოძრაობა "საქართველოსთვის'' წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ის...
ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის მტრობა დასჯადი უნდა გახდეს! – თათარაშვილი
"ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის მტრობა დასჯადი უნდა გახდეს!"
წერს "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მომღერალი თემურ თათარაშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, დღეს თბილისი პრაიდის ღირსების მარში პუტინისტური ჯგუფების ძალადობის გამო ვერ შედგა. მოძალადეებმა 53...















