რამდენიმე მედიასაშუალების სერვერზე კიბერშეტევა მიმდინარეობს
რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით, რომ მათ საიტებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ გაითიშა publika.ge-ის საიტი, ასევე on.ge და Tvpirveli.ge. ამ წუთებში მედიასაშუალების საიტები ჩართულია თუმცა მათი მუშაობა შენელებულია.
''tvpirveli.ge-ზე კიბერშეტევა მიმდინარეობს, ...
ხელისუფლება მის მიერ მართული ჯგუფების ხელით კლავს სახელმწიფოს – მელია
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმიანება პუტინისტური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე ძალადობას და ამბობს, რომ ხელისუფლება სახელმწიფოს კლავს.
"რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე - სახელმწიფოს...
მივიღე გადაწყვეტილება, “მთავარი არხის” ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება – გვარამია
მივიღე გადაწყვეტილება, "მთავარი არხის" ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება - ეს განხადება, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით, არხის ჟურნალისტები რუსთაველზე ჰომოფობიური და...
ერთ-ერთ გოგონას ჩაცმულობის გამო ძალადობრივი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა
ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა 9 აპრილის სკვერში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ გოგონას სავარაუდოდ ჩაცმულობის გამო რადიკალი ჯგუფები გაეკიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქის გარიდება სცადა ტერიტორიიდან თუმცა...
შსს “გმობს” ჟურნალისტებზე ძალადობას
შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას.
უწყების განცხადებით, მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის...
ღირსების მარში დღეს არ შედგება, შსს არ რეაგირებს ძალადობაზე – თბილისი პრაიდი
თბილისი პრაიდი აცხადებს, რომ ღირსების მარში დღეს არ ჩატარდება, რადგან რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ ადამაინების სიცოცხლეს. მათი თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დაიცავს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გამოცხადებული...
ჟურნალისტების ცემა, დარბევა ხელისუფლების მმართველობის სახეა – დეკანოიძე
"გამოცხადებული ძალადობის და პუტინის ქრონიკაა ჩვენს ქვეყანაში. ჟურნალისტების ცემა, ევროკავშირის დროშის დახევა, დარბევა, უფლის სახელით მოთარეშე ძალადობა - ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სახე.
ძალადობით საზრდოობს “ოცნება”, ძალადობაზე და ჩაგვრაზე...
“მთავარი არხის” ოპერატორს მოძალადეებმა პოლიციის თვალწინ სცემეს
პარლამენტის წინ შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ამჯერად მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს პოლიციის თვალწინ, დაესხნენ თავს. ორგანიზებულ დაჯგუფებას რუსთაველის გამზირი აქვს გაკაკეტილი, შეკრებილი არიან ქაშუეთის ეკლესიასთან, ჟურნალისტებს არ აძლევენ მუშაობის უფლებას.
ვარძელაშვილი ქაშვეთის...
პუტინისტურმა ჯგუფებმა “რადიო თავისუფლებას” ჟურნალისტსაც სცემეს
სიძულვილის ჯგუფებმა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებსაც სცემეს. ჟურნალისტ თორნიკე მანდარიასა და ოპერატორ დათო ქორიძეს დაზიანებები მაშინ მიაყენეს, როცა ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
რადიო თავისუფლების ცნობით, ჟურნალისტი ახლა სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ელოდება,...
ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს – კუჭავა
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეხმიანება თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ჟურნალისტებზე ძალადობას და მოუწოდებს პუტინისტურ ჯგუფებს, "იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".
ის პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ მედიის წარმომადგენლების ძალადობისგან...















