მხარს ვუჭერთ ლგბტქ საზოგადოებას, გამოიყენონ შეკრების თავისუფლება – აშშ-ს საელჩო
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ღირსების მარშის ორგანიზატორებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
"შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად. საქართველოს...
მარშის შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გავაჟღერებთ – თბილისი პრაიდი
დღეს "თბილისი პრაიდი" ღირსების მარშს გამართავს. მათი თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მარშის ჩატარების გეგმას დღეს, დღის პირველ ნახევარში გაასაჯაროვებენ.
"ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს...
ავსტრიამ საქართველოს ასტრაზენეკას 5000 დოზა აჩუქა
იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველოს ავსტრიამ "ასტრაზენეკას" 5 000 დოზა აჩუქა.
"ავსტრიამ გვაჩუქა 5000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა. ვაქცინები რამდენი წუთის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მადლობა ჩვენს მეგობრებს", - წერს კულუმბეგოვი.
https://www.facebook.com/bidzina.kulumbegov/posts/10225615105749402
“დღემდე არნახული კატასტროფა“–კვიპროსის ხელისუფლება უძლიერეს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საერთაშორისო დახმარებას ითხოვს
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები სასწრაფო დახმარებას უგზავნიან კვიპროსის ხელისუფლებას, რომელიც ტყის უძლიერეს ხანძრებს ებრძვის. ხანძარმა კუნძულის სამხრეთ ნაწილი მოიცვა. ქვეყნის პრეზიდენტმა ხანძარს რესპუბლიკის ისტორიაში უპრეცედენტო უწოდა.
სახანძრო თვითმფრინავების, მაშველების და ტექნიკის...
245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა – ილია მეორე
245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ ხალხს, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების 245-ე წლისთავს ვულოცავთ ამერიკელ...
ისინი, ვისაც სურთ ზიზღით ხელი შეუშალონ, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ – დეგნანი
შსს-მ უნდა დაიცვას ქვეყნის თითოეული მოქალაქე, ისინი, ვისაც სურთ ზიზღით ხელი შეუშალონ, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხვალ...
ფილიპინებზე თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს,
ფილიპინებში, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე, მაშველებმა 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს. REUTERS-ის ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან 29 სამხედრო 2 კი სამოქალაქო პირია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღო 50-მა სამხედრომ და ოთხმა სამოქალაქო პირმა, რომლებიც „С-130“-ში...
არ დაუშვას ხელისუფლებამ ე.წ. “პრაიდის” ჩატარება – თბილისის დიდი სინაგოგა
"არ დაუშვას ხელისუფლებამ ე.წ. "პრაიდის" ჩატარება "- თბილისის დიდი სინაგოგა ოფიციალურ Facebook-გვერდზე, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენ, საქართველოს ებრაელები და სხვა რელიგიების წარმომადგენელნი, საუკუნეების განმავლობაში, მშვიდობიანად ვთანაცხოვრობთ საქართველოში. ჩვენს შორის, განსხვავების...
გადადგეს იან კელის დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია – ირმა ინაშვილი
გადადგეს აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, - განაცხადა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
"გადადგეს აშშ-ის ყოფილი ელჩის,...
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საბუთების წარდგენა 6 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების 6 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა, ან გაგზავნა შეუძლიათ საქართველოს...















