CHALLENGER 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაშია

CHALLENGER 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაშია – ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო  AFP-სთან ოფიციალურად ადასტურებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა უკრაინაში მყოფი ბრიტანული ტანკების ვიდეო გამოაქვეყნა.

“დიდი ბრიტანეთის მიერ მოწოდებული ტანკები ცოტა ხნის წინ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიებს. მადლობა რიში სუნაკს, ბენ უოლასსა და ბრიტანელ ხალხს.” – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.