ჩვენი მტკიცებულებები საკმარისია, რომ დამნაშავეებს ბრალი წარედგინოთ – ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია გამოიკითხა. გარდაცვლილის შვილი 4 საათის განმავლობაში პროკურორებს იმ დეტალებზე ესაუბრა, რომლითაც, მისი თქმით, ია კერზაის გარდაცვალების საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.

“ვისაუბრეთ საქმის აბსოლუტურად ყველა დეტალზე, საქმის ახალ გარემოებებზეც, ახალ პირებზეც, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა ამ საქმეში. ვისაუბრეთ განათლების მინისტრის როლზე ამ საქმეში და მისი გამოკითხვა მოვითხოვეთ. სრულიად საკმარისია ის მტკიცებულებები, რაც წარვადგინეთ და რასაც კიდევ წარვადგენთ, ბრალი წარედგინოს დამნაშავე პირებს, საუბარია მაღალი თანამდებობის პირებზეც”, განაცხადა ბაჩანა შენგელიამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ. გარდაცვლილი დირექტორის შვილი ამბობს, რომ ეს იყო ეს იყო პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ანგარიშსწორება.


პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით: “
საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას”.