“ჩვენს თვითმფრინავებში ჰაერი ისეთივე სუფთაა, როგორც საავადმყოფოს საოპერაციოში“ – ვიზეარის დირექტორი მომხმარებლებს მიმართავს

ბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზეარის დირექტორი, ჯოზეფ ვარადი კორონავირუსთან დაკავშირებით მომხმარებელს მიმართავს და არწმუნებს, რომ ავიაკომპანია მათი უსაფრთხოებისთვის ყველაფერს აკეთებს. ავიაკომპანიამ კორონავირუსის გამო ფრენები შეაჩერა როგორც საქართველოდან იტალიის მიმართულებით, ასევე ევროპის შიგნითაც.

“გვესმის, რომ კორონავირუს COVID-19–ის გავრცელებით შეშფოთებული ხართ, ამიტომ მინდა ვისარგებლო მომენტით და დაგარწმუნოთ, რომ თქვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენს აბსოლუტურ პრიორიტეტად რჩება.

ვირუსის აფეთქების საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ უსაფრთხოების მთელი რიგი ზომები: თვითმფრინავების  დეზინფექციიდან დაწყებული ბორტზე მგზავრების ერთჯერადი მადეზინფიცირებელი საფენებით უზრუნველყოფითა და რეისების გადადებით დამთავრებული სახიფათო რეგიონებში. ჰაერი ჩვენი თანამედროვე თვითმფრინავების შიგნით ისეთივე სუფთაა, როგორც საავადმყოფოს საოპრეციოებში, რადგან მას მრავალჯერ ცვლიან მაღალეფექტური საჰაერო ფილტრების საშუალებით, რომლებიც ვირუსებისა და ბაქტერიების 99.97%–ს ანადგურებს. ჩვენი ეკიპაჟები კარგად არიან მომზადებული ჩასხდომისას მგზავრებში სიმპტომების აღმოსაჩენად, ასევე, თუ მგზავრს სიმპტომები მგზავრობისას გამოუვლინდა, პოტენციური გავრცელების მინიმიზაციისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩვენი ჯგუფები გულდასმით მუშაობენ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და მოვლენებს ყველა ქვეყნის სამედიცინო სფეროში და სამთავრობო სტრუქტურებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. თუ თქვენი რეისი გადაიდო, მართეთ ჯავშანი თვითდახმარების ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებით ჩვენს საიტზე თქვენი ანგარიშის მეშვეობით. ეცადეთ დარწმუნდეთ, რომ ვებ გვერდის ყველა ინსტრუმენტი მოსინჯეთ, სანამ ჩვენს მხარდაჭერის სამსახურს მიმართავთ, რადგან ამჟამად ტრაფიკი მეტისმეტად გაზრდილია და მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეფერხებები.“– წერს გავრცელებულ მიმართვაში ვიზეარის დირექტორი.