ცნობილი ნარკომოვაჭრის საქმე

ნარკომოვაჭრე ხოაკინ გუსმანმა, რომელიც ცნობილია მეტსახელით “ელ ჩაპო“, 100 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ქრთამი მისცა ენრიკე პენია ნიეტოს, რომელიც 2012-2018 წლებში მექსიკის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ამის შესახებ აშშ-ში მიმდინარე სასამართლო პროცესზე “ელ ჩაპოს“ გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, კოლუმბიელმა ნარკომოვაჭრემ ალექს სიფუენტესმა განაცხადა.

მისი თქმით, ქრთამი მექსიკის პრეზიდენტს 2012 წელს გადაეცა “ელ ჩაპოს“ მეგობრის შუამდგომლობით. იმ დროისთვის პენია ნიეტოს უკვე მოგებული ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნები,

ენრიკე პენია ნიეტოს ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს ქრთამის აღებას. მისი თქმით, სწორედ პენია ნიეტოს პრეზიდენტობისას მოხდა “ელ ჩაპოს“ დაკავება და აშშ-ში ექსტრადირება.

ხოაკინ გუსმანი იგივე “ელ ჩაპო“ მექსიკური ნარკოკარტელის “სინალოას“ ხელმძღვანელი იყო. 2012 წელს ის მექსიკაში დააკავეს, თუმცა შემდეგ გაქცევა მოახერხა. 2016 წელს მექსიკელმა სამართალდამცველებმა ის კვლავ დააკავეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადირება მოხდა აშშ-ში. გასული წლის ნოემბერში სასამართლომ მისი საქმის განხილვა დაიწყო.