COVID-19-ით გარდაიცვლილი მე-20 პაციენტი სოხუმის სკოლის მასწავლებელია

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი 60 წლის ქალია, რომელიც  სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი იყო.

პაციენტი ქუთაისში, გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, პაციენტი აფხაზეთიდან იყო შემოყვანილი თანმხლები დაავადებებით, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

სკოლაში, სადაც გარდაცვლილი მასწავლებელი  ასწავლიდა, ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადდა. სკოლის დირექტორის განცხადებით 50-ზე მეტ მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა აქვს.