Credit Suisse ივანიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს ეხმაურება და პასუხობს : “ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის “პოლიტიკური ზეწოლის” შესახებ სრულიად უსაფუძვლოა”

ბანკმა ამასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი ტელეკომპანია “ფორმულასთან” გააკეთა.

6 მაისს ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის – Credit Suisse-ის წინააღმდეგ. მიზეზად კი  ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხება და ივანიშვილისთვის ფინანსური ზიანი დაასახელა.

Cision-ი  აცხადებს, რომ 4 მარტს მოთხოვნილ გადარიცხვასთან დაკავშირებით თანხმობა 4 აპრილს გაიცა, ოფიციალურ დოკუმენტში კი მიზეზად “გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში” იყო მითითებული, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთ-უკრაინის ომთან და  არ ექვემდებარებოდნენ რამე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული.