ლიეჟში სკანდალური შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრამ რომში მშვიდ ვითრებაში ჩაიარა. „საქართველოს მომავლის ფორუმი“ – ასე ერქვა მოძრაობის “ერთად სახლში“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას. ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომის ცენტში, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტისა და იტალიისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული ემიგრანტების შეხვედრა მიმდინარეობდა, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, რის გამოც სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დაწყებისთანავე, იტალიის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.
რამდენიმე საათის განმავლობაში სააკაშვილი ემიგრანტებთან საქრთველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავდა და პარალელებს მისი პრეზიდენტობის დროინდელ წარმატებებთან ავლებდა. სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის მიერ განხორციელებულ და დაწყებულ, მაგრამ ვერგანხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.
ექსპრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო ანაკლიის პორტს და განაცხადა, რომ ხაზარაძესთან ივანიშვილის დაპირისპიორებაში რუსეთის კვალს ხედავს. როგორ გეგმავდა ანაკლიის პორტის აშენებას და განვითარებას, სააკაშვილმა ემიგრანტებს ეკრანზე წარმოდგენილი სქემის დახმარებით, საკუთარი იდეა დეტალურად გააცნო. „ანაკლიის პორტის იდეაზე და მშენებლობის დაწყებაზე მაშინ ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა ჩათვლა, რომ მე გავგიჟი“- განაცხადა სააკაშვილმა.
ეკონომიკის განვითარების საკუთარ კონცეფციაზე საუბრის გარდა, მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო განათლების სიტემას, საარჩევნო პროცესების ელექტრონული სისიტემით მართვისა და ბლოკჩეინების სისტემაზე საუბარს. „საქართველოს ელექტრონული მართვის სქემა და ელექტრონული კენჭისყრა გვჭირდება იმისთვის, რომ ჟვანიების და ციცო დეიდების, ციცინო დეიდებისა და ელგუჯების გარეშე ჩატარდეს არჩევნები“ – განუცხადა ემიგრანტებს სააკაშვილმა.
თითქმის ყველა საკითხის მიმოხილვისას, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხშირად ახსენებდა და ემიგრანტებს მის „მავნებლობასა“ და ოლიქარულ მადას ახსენებდა.
„აქეთ არის ინტელექტი და იქით არის სულით გამოთაყვანება, კარგად უნდა გავიაზროთ, რას გვართმევს ეს კაცი. ერთი გველეშაპი მოაჯდა ქვეყანას, ყველას ყველაფერს ართმევს, ყველაფერს ყიდულობს, ოლიგარქობა უნდა დასრულდეს, თანამედროვეობა ამის საშუალებას იძლევა. ხელისუფლება უნდა გადავცეთ ჭკვიან ხალხს. არ არის ივანიშვილი ისეთი სულელი და გიჟი, არ იცოდეს, რომ ამცირებს ადამიანებს. ის ხალხს ეუბნება, თქვენ არ ხართ არავინ, თქვენ ხართ მარტო ჩემი მონები. ან ყველანი დავირაზმებით და წავალთ საქართველოში და შევცვლით სიტუაციას, ან საქართველოში ვინც არის, ისინიც ალაგებენ ჩემოდანს და გამორბიან უცხოეთში. ერთად უნდა დავბრუნდეთ სახლში, რომელიც ივანიშვილმა წაგვართვა. ან ერთად სახლში, ან ერთად – სახლიდან“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მოგვიანებით, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.














