დავოსში არც მაკრონი ჩავა

 

{{ARTICLEIMAGE}}საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით ემანუელ მაკრონი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ  ფორუმზე არ ჩავა. ოფიციალური ინფორმაციით საფრანეთის ლიდერი გადატვირთული გრაფიკის გამო შვეიცარიაში ჩასვლას ვერ შეძლებს.

 

რამდენიმე დღის წინ  ცნობილი გახდა, რომ დავოსში ვიზიტი გააუქმა აშშ–ს პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი ამერიკა–მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით დემოკრატებთან არსებული აზრთა სხვადასხვაობაა.