{{ARTICLEIMAGE}}ავსტრალიაში, ქვინსლენდში 22 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში შხამიანი მედუზა ირუკანჯის ნაკბენის გამო. შედარებით მსუბუქად კი ათასობით ადამიანი დაზარალდა.
ავსტრალიური მედიის ინფორმაციით დაზარალებულთა რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა ბოლო 10 წლის მანძილზე დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს.
მედუზა ირუკანჯი წყნარი ოკეანის მედუზების ჯგუფს მიეკუთვნება და უჩვეულო შხამიანობით ხასიათედბა. ის ყველაზე საშიშ მედუზად ითვლება. მასთან კონტაქტიდან 20 წუთის შემდეგ ადამიანი ზურგის და მუცლის არეში საშინელ ტკივილს განიცდის. როგორც წესი, მედუზის ეს სახეობა ავსტრალიის ჩრდილოეთით, ტროპიკულ წყლებში გვხვდება, თუმცა წყლის დათბობის გამო წვიმების შემდეგ ხანდახან სამხრეთითათ ინაცვლებს.