დედაზე ძალადობის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს

დედაზე ძალადობის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს. მეზობლები ყვებიან რომ ბრალდებული დიმა ვალოშვილი დედაზე ხშირად ძალადობდა ბოლო შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა რის შემდეგაც პოლიციამ ძალადობაში ბრალდებულის ძებნა დაიწყო. მეზობლების ინფორმაციით ბრალდებულმა დიმა ბალოშვილმა ერთ-ერთ ოთახში სარდაფის ჩასასვლელი ამოჭრა, რათა გაქცევა და დამალვა შესძლებოდა თუკი მასთან პოლიციელები დასაკავებლად მივიდოდნენ.

„ამ ოჯახს ყველა იცნობს, ხშირად ჩხუბობდნენ. გამეტებით ურტყამდა შვილი დედას. სულ ჩხუბის ხმა გამოდიოდა მათი სახლიდან,“-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

დიმა ვალოშვილი საკუთარ სახლში მაშინ აიყვანეს როდესაც სახლში ხანძარი გაჩნდა. სავარაუდოდ სახლს ცეცხლი ბრალდებულმა წაუკიდა რათა შემდეგ მიმალვა მოესწრო.
დიმა ვალოშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის დედა თავშესაფარშია გადაყვანილი.