დემნა გვასალია Vetements-ს ტოვებს

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მის მიერ შექმნილ, გავლენიან მოდის ბრენდს, Vetements-ს ტოვებს.  ინფორმაციას ამის შესახებ wwd.com-ი ავრცელებს.

„ის, რასაც დემნამ მიაღწია ბოლო რადენიმე წელში, წარმოადგენს საკვანძო ნაწილს Vetements-ის ისტორიაში. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ დემნასი იმისთვის, რაც მან Vetements-ის განვითარებისთვის გააკეთა.“- განაცხადა დემნას ძმამ, გურამ გვასალიამ, რომელიც ციურიხში მდებარე მოდის სახლის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.

“ვგრძნობ, რომ შევასრულე ჩემი მისია”- განაცხადა 38 წლის დიზაინერმა.

დემნა გვასალია აგრძელებს „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის მოვალეობის შესრულებას, რომელმაც 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია პარიზში 29 სექტემბერს უნდა წარმოადგინოს.