დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გადავადებას მხარი დაუჭირა.
დოკუმენტს 313 დეპუტატი მიემხრო, წინააღმდეგი კი 312 იყო. კანონპროექტის საბოლოოდ მიღება აუცილებელია, რათა ქვეყანამ ევროკავშირიდან არარეგულირებული გასვლა თავიდან აიცილოს.
ახალი კანონპროექტი, რომელიც თემთა პალატამ დაამტკიცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ავალდებულებს ბრიუსელს ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადაწევა სთხოვოს. დოკუმენტის ტექსტი განსახილველად პარლამენტის ლორდთა პალატას გადაეცა.
ევროკავშირმა ბრიტანეთს ვადა 12 აპრილამდე მისცა, რათა ამ ხნის განმავლობაში გაერკვეს რომელი ვარიანტი აწყობს. თუ ამ ხნის განმავლობაში თემთა პალატა ვერ ჩამოყალიბდება, მაშინ 12 აპრილს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევს.
დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბრექსითის პირობებზე შეთანხმება ვერც მთავრობამ და ვერც პარლამენტმა ვერ მოახერხა.