ელენ დე ჯენერესმა ჰოლივუდური სახლი მეორედ გაყიდა

{{ARTICLEIMAGE}}
ელენ დე ჯენერესი და მისი ცოლი, პორშია დე როსი

ელენ დე ჯენერესს როგორც ჩანს იმდენად მოსწონდა კალიფორნიაში, ჰოლივუდ ჰილსზე მდებარე სახლი, რომ ის ორჯერ იყიდა რამდენიმე მილიონ დოლარად. თუმცა შემდეგ ორჯერვე გაყიდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით ელენ დე ჯენერესის ცოლმა, პორშია დე როსიმ სახლი 2005 წელს 6.5 მილიონ დოლარად იყიდა. მოგვიანებით ის ნიკ ჯონასს მიაქირავა. მოგვიანებით, 2007 წელს წყვილმა სახლი 10 მილიონ დოლარად გაყიდა. 2014 წელს კი იგივე სახლი 8.75 მილიონ დოლარად შეიძინა. ლოს ანჟელეს თაიმსის ცნობით კი ცოტა ხნის წინ, დეკემბრის დასაწყისში ელენ დე ჯენერესმა და მისმა ცოლმა სახლი ისევ გაყიდეს. ამჯერად 9.9 მილიონ დოლარად.