სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, ხელისუფლებამ ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად რესურსი გამოძებნოს. ალეკო ელისაშვილის თქმით, ჩვენს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, ძალიან მძიმე ვითარებაა. ელისაშვილი ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა დიდი თოვლის გამო ჩაკეტილია და პროდუქტების შეტანა ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ახალგორში, ჯავაში, შეწყვეტილია. ამიტომ ალეკო ელაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ დასახმარებლად კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და თუნდაც წითელი ჯვრის საშუალებით მოსახლეობას მედიკამენტები და პროდუქტი მიაწოდოს.
“მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაიწყონ კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და გამოვძებნოთ რესურსი ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად. შევიტანოთ მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯს დიდი ენთუზიაზმით შეხვდებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამდენად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შურისძიებით სავსე კმაყოფილებით კი არ ვუყუროთ ამას, არამედ უნდა გამოვავლინოთ ადამიანური მიდგომა”, განაცხადა ელისაშვილმა.