მან აღნიშნა, რომ კომპანიის ბიზნესი მუდმივად იზრდება, თუმცა ავტომობილების წარმოება ახალი ტექნოლოგიებით და იმ დანახარჯებით, რაც ჩვეულებრივი ავტომობილის წარმოებას ახლავს უკიდურესად რთულია და მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის Tesla კვლავ მეტისმეტად ძვირია.
კომპანიაში 45 ათასი ადამიანი მუშაობს. მათგან 3 ათასი შემცირებაში მოყვება.
კომპანიის აქციების ღირებულება აშშ–ში საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განახლების შემდეგ 6%–ით დაეცა. მიზეზი კომპანიის მიერ ავტოწარმოების გეგმების მუდმივი ჩაშლა და შეცვლაა, რის გამოც ინვესტორებისთვის კომპანიის აქციები ნაკლებად მიმზიდველია.
მასკი აღნიშნავს, რომ 2018 წელი კომპანიისთვის ყველაზე წარმატებული იყო, მან იმაზე მეტი ავტომობილი გაყიდა, ვიდრე წინა წლებში ერთად აღებული, თუმცა Model 3 –ის ავტომობილის წარმოების ზრდის მიუხედავად, რომელიც საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი, მასკის განცხადებით საშუალოსტატისტიკური მძღოლისთვის ის კვლავ ნაკლებად ხელმისაწვდომია, კომპანიის მიერ მიღებული მოგება კი მიზერული.
“იმედი გვაქვს რომ ამ კვარტალში შევძლებთ დიდი ძალისხმევით დავლიოთ სიძნელეები, გაგვიმართლებს და თუნდაც მიზერულ მოგებას მივიღებთ. თუმცა მაისიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ Model3 –ის გაყიდვა მსოფლიო ბაზრებზე, იმიტომ რომ მეტი კლიენტი გვჭირდება, რომლებიც შეძლებენ ჩვენი ავტომობილების ყიდვას. ამიტომაც ჩვენ ამ მოდელის უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტების შემუშავება უნდა დავიწყოთ.– წერს მასკი.