ელისაშვილი: ეკა ბესელიას კადრებს ივანიშვილი უვრცელებს

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი, ალექსანდრე ელისაშვილი ეკა ბესელიას ირგვლივ შექმნილ ვითრებას განიხილავს: 

“ეკა ბესელია როგორ “მეხატება” გულზე, მთელმა საქართველომ იცის. მაგრამ ეკა ბესელიასთანაც კი ასეთი ბრძოლა არის გულის ამრევი და აღმაშფოთებელი. ეს არის ამაზრზენი – ავრცელებს უშიშროება, რომელსაც ივანიშვილი აკონტროლებს. თუ მეტი დაზუსტება გინდათ, დიახ, ივანიშვილი ავრცელებს. ბესელია დიდი ოხერი და შებერტყილი ქალია, თემას დაელოდა, მისი გაგდება უნდოდათ დიდი ხანია. სხვებზე გაცილებით ჭკვიანია – დაინახა მოსამართლეების თემა და ჩაებღაუჭა”.

ელისაშვილი ამბობს, რომ “მასაც სთავაზობდნენ ბესელიასთან ბრძოლას, თუმცა მან ეს არ იკადრა და იკადრა ივანიშვილმა”.

“კარდაკარ დაძრწოდნენ ამ კადრებით, მაგრამ მე არ მაინტერესებს არავის პირადი ცხოვრება. მე ავისხლიტე”. ასე ბინძურად არავის დავუპირისპირდები. “ქართულ ოცნებას” მეტი საქმე არ აქვს, რომ კადრებით ებრძვიან ბესელიას. მადლობა ბატონო ბიძინა, ასეთი ქვეყანა რომ გვაჩუქეთ”.