EU-ს დახმარებაზე უარი ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის დეკლარირებაა – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება “თავს იკავებს” ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებისაგან. მათი შეფასებით, დახმარებაზე უარის თქმა წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან უარს სასამართლო სექტორში განსახორციელებელ რეფორმებზე და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა.

“ხსენებული 75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერების, მმართველობის გაუმჯობესების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ბიზნესგარემოს მხარდაჭერის და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს მეორე ნახევარია, რომლის გადმორიცხვაც 2021 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო.

თუმცა ამისათვის საჭიროა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ერთგული დარჩეს და უზრუნველყოს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის წინაპირობას. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პირველი ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო.

რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრი 23 აგვისტოს, კიევში გამართული არაფორმალური შეხვედრის დროს გააფრთხილა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით “დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით”,– აცხადებენ NGO-ები.

მათივე აზრით, ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, და მათ შორის სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას, და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის  ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • დემოკრატ მესხთა კავშირი

სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლაში დახმარებაში ბრალდებული ოთხივე პირი – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და...

“შეჭრას მოჰყვება მკაცრი პასუხი” – თეთრი სახლი ბაიდენის კომენტარს განმარტავს

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი განმარტავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარს უკრაინაში რუსეთის შესაძლო "მცირე...

შეწუხებული ვარ ბაიდენის კომენტარით, მუქარას არასწორად ხედავს – პორტმანი

"ღრმად შეწუხებული ვარ აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარით, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის თავდასხმა შესაძლოა...

რუსეთი ემუქრება უკრაინას, მაგრამ მისი მიზანი მოიცავს საქართველოსაც – ლანდსბერგისი

"რუსეთის მიზანი  რეგიონში სტრატეგიული ცვლილებაა და წარმოდგენილი მოთხოვნები ეხება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და...

დადასტურდა COVID-19-ის 6351 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 27 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი, ხოლო...

ვვარაუდობ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება – ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, მისი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მაგრამ ეს არ იქნება "სრულფასოვანი შეჭრა". მისი...

უკრაინა შოკირებულია, ბაიდენმა რუსეთის “მცირე შეჭრას” მწვანე შუქი აუნთო – CNN

უკრაინელი ოფიციალური პირი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ "შოკირებულია, რომ ბაიდენი ერთმანეთისგან განასხვავებს შეჭრასა და...

ბლინკენი: რუსეთს უკრაინაში აგრესიის განახლება ძვირი დაუჯდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან შეხვედრისას თქვა, რომ არსებობს დიპლომატიის...

“სტრასბურგის ზოოპარკიდან წეროს კვერცხები წაიღო” – NY TIMES-ის სტატია “ხეებით შეპყრობილ“ ივანიშვილზე

"ხეების სიყვარული თუ ძალის დემონსტრირება?" – New York Times-ი "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ამ სათაურით  სტატიას აქვეყნებს. მასში საუბარია "ხეებით შეპყრობილ" ოლიგარქზე და...

ევროკავშირმა აშშ–ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის.  საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის...

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილობილი, რომელსაც ის საჩუქრებით ანებივრებს

უკვე ათ წელზე მეტია ანჯელინა ჯოლი პრაქტიკულად ყოველდიღურად იმყარებს საზოგადოებაში სენტიმენტალური, მგრძნობიარე და თავდადებული დიდის იმიჯს, რომელმაც მთელი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა, მათ შორის ნაშვილებ...