“ჩვენ რეგიონებში ვიყავით, სადაც ვნახეთ საეჭვო მოძრაობები და ქმედებები, მათ შორის მარკირების არგამოყენება, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, პოტენციურად, ხმა მისცეს რამდენჯერმე. ჩემმა კოლეგებმა ასევე იხილეს ბიულეტენების ჩაყრა ან ამის გაკეთების მცდელობა. ეს ხალხი საარჩევნო უბნებიდან გააძევეს, მაგრამ როდესაც ჩემი კოლეგები გარეთ გავიდნენ, ისინი იქ იდგნენ; ალბათ კიდევ ერთ შანსს ელოდნენ. ეს ფაქტები ზედმეტად სერიოზულია საიმისოდ, რომ ვთქვათ, რომ ეს არჩევნები უპრობლემოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მთავრობის მომდევნო ნაბიჯებსაც, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოში და ოპოზიციური პარტიების პოტენციურ აკრძალვასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ ევროპარლამენტის შეხედულებას გაიზიარებენ და ივნისში მიღებული გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ არ გადაიხედება. კვლავ რჩება დიდი კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოხდება მოგვიანებით, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ამჟამად შეიცვლება.”
აცხადებს ამის შესახებ, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდა.