“გვაშფოთებს საქართველოს გადაწყვეტილება განაახლოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები, გასულ კვირას რუსეთის მიერ აკრძალვის მოხსნის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის გამო, ევროკავშირი და მრავალი სხვა ქვეყანა აწესებს სანქციებს რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ – ჩვენ და ჩვენი პარტნიორები არ ვუშვებთ ფრენებს რუსეთიდან ან რუსეთისკენ და არც რუსეთის თავზე. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნას და საქართველოს ხელისუფლების ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე და, ამასთანავე, არაა თანხმობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ვალდებულებთან, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაში. […] ასე რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებთან და დეკლარაციებთან შესაბამისობა შემცირდა ისედაც დაბალი 44%-დან მხოლოდ 31%-მდე. ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ეს ძალიან სამწუხაროა”.

ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მიერ საქართველოსთვის პირდაპირ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვისა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.