Exclusive: “ჩვენთვის მუშაობდა როგორც უმცროსი პროგრამისტი” – თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის LINKEDIN-ის პროფილიდან ირკვევა, რომ ის  შპს ZAG-ის გარდა, 2019 წლის ოქტომბრიდან ავსტრიულ  კომპანია SPRYFLASH-იც მუშაობდა, რომლის მთავარი სერვისი მაღალი ხარისხით დაწერილი კოდებით შექმნილი კომპიუტერული პროგრამებია.

ტელეკომპანია “კავკასია” საინფორმაციო ტექნოლოგიების ავსტრიულ კომპანიას SPRYFLASH-ს დაუკავშირდა რათა გაერკვია, თუ რა ტიპის კომპანიაა SPRYFLASH-ი, რას საქმიანობდა თამარ ბაჩალიაშვილი, ჰქონდა თუ არა პირადი კომუნიკაცია და რა პოზიციაზე მუშაობდა გარდაცვლილი.

“თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბავი შოკისმომგვრელია.

ინფორმაცია ქართველი ჟურნალისტებისგან მივიღეთ. ჩვენი კომპანია ავსტრიულ IT კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი ფუნქცია ბიზნესისთვის ვებ საიტებისა და პროგრამების შექმნაა. ქალბატონი ბაჩალიაშვილი მუშაობდა ჩვენს კომპანიაში არა როგორც თანამშრომელი, არამედ როგორც ქვეკონტრაქტორი. ჩვენ ქალბატონი ბაჩალიაშვილი დავიქირავეთ იმისთვის, რომ შეგვექმნა spry.fire-ს გაფართოების პროგრამა კომპანიებში პროცესების კონტროლისთვის. ქართულ მედიაში ქალბატონი ბაჩალიაშვილი მოხსნეიებულია როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ჩვენ არ შეგვიძლია დაადასტუროთ ეს ინფორმაცია. ქალბატონი ბაჩალიაშვილი ჩვენთვის მუშაობდა როგორც უმცროსი პროგრამისტი, მისი ამოცანა იყო პროგრამირების წერა.თანამშრომლობა გაგრძელდა 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე (ბოლო სამუშაო დღე იყო 21 თებერვალი) და შემოიფარგლებოდა მხოლოდ პროფესიონალური ასპექტებით. ჩვენ ქალბატონ ბაჩალიაშვილს პირადად არასოდეს შევხვედრილვართ, მთელი თანამშრომლობა მხოლოდ ციფრული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ ქალბატონ ბაჩალიაშვილთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ ქალბატონ ბაჩალიაშვილის ოჯახს.” – მიწერა კომპანიამ ტელეკომპანია “კავკასიას”

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.