გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საჯარო აქტივობა განაახლეს და გეგმები გაასაჯაროვეს

{{ARTICLEIMAGE}}
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემასა და შუალედური არჩევნების საკითხზე ისაუბრეს.

ოპოზიციის ინიციატივით, უნდა მოხდეს უცხოელი ექსპერტებისთვის ვეტოს უფლების მინიჭება მოსამართლეთა შერჩევის დროს. 

“ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მაშინ როდესაც სპორტული ფედერაციის თავმჯდომარეების რომლებიც სინამდვილეში არიან ქურდული “ოცნების” ზონდერები ურტყამენ ევროპის ჩემპიონებს, როდესაც ცემა-ტყეპა გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ტელევიზიის ეკრანზე მთავარი ამბავი. როდესაც ცემა-ტყეპა გახდა ჩვენი ცხოვრების ნორმალური წესი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება უბრალოდ. საჭირო არის შეიქმნას ექსპერტთა საბჭო, რომელშიც იქნებიან მარტო საქართველოს არა მოქალაქეები, უცხოელები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. რომლებსაც ექნებათ შესაბამისი სამართლებრივი, ცხოვრებისეული, მორალური გამოცდილება იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაბლოკონ ის კანდიდატები რომლებიც არ იმსახურებენ არანაირად მოსამართლის მაღალ წოდებას,”განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და რიგგარეშე არჩევნების თემაზე ისაუბრეს. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიმართა კონსულტაციები სხვადასხვა პარტიებთან და ახლა უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა.

“მოვისმინეთ ამ კონსულტაციის შედეგები და უკვე არის მზაობა, რომ გადავიდეთ აქტიურ ქმედებაზე”,განაცხადა გიორგი ვაშაძემ.