მე მათ [Gen Z-ის] ვუდასტურებ პატივისცემას. ეს არის თაობა, ვისზეც ყველაზე მეტად ღირს ზრუნვა. ეს არის თაობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტი და ის, რომ ყველაზე მეტად უყვარდეს საკუთარი ქვეყანა, ჯერ საკუთარი ქვეყანა და მერე ყველა დანარჩენი. ევროპა რატომ არის ჩემთვის მიმზიდველი, იმიტომ, რომ იქ მეგულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, რომელიც დღეს თითქოს ცოტა არ ჰგავს იმას, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი. იმედი მაქვს ეს ყველაფერი დალაგდება. ომიც დასრულდება. ომს როგორც ჩანს, ცუდი გავლენა აქვს დემოკრატიაზე, რადგან წესები იქ იცვლება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და ეს კვალი დაეტყო ევროპასაც და მის ღირებულებებსაც.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ამის შესახემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში ისაუბრა