{{ARTICLEIMAGE}}
ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2018 წლის გრიპის ვაქცინა ეფექტურად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, გრიპი 42 შტატშია გავრცელებული და დაავადების შემთხვევები მზარდია. აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წელს H1N1, იგივე “ღორის გრიპი” დომინირებს. შტატებში გრიპის შემთხვევების 90% სწორედ H1N1 აღმოჩნდა, დანარჩენ 10%-ს კი გრიპის ბევრად უფრო მძიმე სახეობა H3N2 შეხვდა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2018 წლის ვაქცინა სწორედ იმ შტამებს შეიცავს, რომლებიც ეფექტურად მუშაობს H1N1 და H3N2 ვირუსების წინააღმდეგ. შესაბამისად, აცრილ ადამიანებს გრიპი და მისი გართულებები ნაკლებად ემუქრებათ.