გრიპის ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი ტამიფლუ აფთიქებიდან რეცეპტის გარეშე არ გაიცემა

{{ARTICLEIMAGE}}
მედიკამენტ ტამიფლუს შეძენა აფთიქებიდან რეცეპტის საფუძველზეა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, ფარმაცევტულ ქსელებს ანტივირუსულ მედიკამენტ “ტამიფლუს” მარაგი ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა. “პსპ”, “ფარმადეპო”, “ჯიპისი”, ავერსი, – აქ მედიკამენტები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განაწილებული. ამ დროისთვის ქვეყანაში “ტამიფლუს” საკმარისი რაოდენობაა.

გარდა ამისა, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები ტამიფლუს უფასოდ -საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან ექიმის დანიშნულების საფუძველზე იღებენ.