{{ARTICLEIMAGE}}
გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 40 წლის ქალი ფოთის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 3 იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით და პნევმონიით მოათავსეს.
ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობის გართულება თანმხლებმა ქრონიკულმა დაავადებებმა (გულის უკმარისობა) გამოიწვია.
“შემდგომი კვლევებით დადგინდა ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი. პაციენტი მძიმე მდგომარეობის გამო მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, მათ შორის, ანტივირუსულიც, მაგრამ დაავადება წარიმართა უარყოფითი დინამიკით და სამწუხაროდ, ეს ქალბატონი 6 რიცხვში გარდაიცვალა”, განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა, გივი კოჭლამაზაშვილმა.
ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
გრიპის ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი ტამიფლუ აფთიქებიდან რეცეპტის გარეშე არ გაიცემა
საგანგებო რეჟიმი კლინიკებში: მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა