Guardian: რუსეთში სირიიდან “კასრის ბომბების“ ექსპერტები ჩავიდნენ. რისთვის ამზადებს რუსეთი დამანგრეველ იარაღს

50–ზე მეტი სპეციალისტი, რომლებსაც ე.წ. კასრის ბომბების დამზადების და გამოყენების გამოცდილება აქვთ, უკვე რამდენიმე კვირაა რუს სამხედროებთან ერთად მუშაობენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რომელიც ევროპელ ჩინოვნიკებს ეყრდნობა, ამ არაზუსტი დამანგრეველი იარაღის დამზადების ექსპერტები, რომელმაც სირიაში სამოქალაქო ომის დროს სირიის დიდი ნაწილი დაანგრია, რუსეთში იმისთვის გადაისროლეს, რომ ამ ბომბის უკრაინაში გამოყენების ოპერაციები დაგეგმონ.

რუსეთში მათი ყოფნა შესაძლოა ერთ–ერთი ფაქტორი იყოს, რითიც აიხსნება აშშ–ს და ევროპის გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები შესაძლოა უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადებოდნენ.

კასრის ბომბები– ეს არის შედარებით იაფი ხელნაკეთი კუტარული საომარი საშუალება: მეტალის ფრაგმენტებთან ერთად ბენზინით, ტროტილით და ზოგჯერ ტოქსიკური აირით დატენილი კასრები, რომლებსაც ვერტმფრენებიდან სამიზნის თავზე ყრიან. დამიზნება კი ძირითადად ვერტმფრენიდან “თვალით“ ხდება.

ექსპერტების თქმით, სიზუსტის დაბალი ხარისხის გამო კასრის ბომბები  ძირითადად შეზღუდული რესურსებისა და სხვა ტიპის შეიარაღების ნაკლებობის დროს გამოიყენება. მას დამანგრეველი ეფექტი აქვს.

“ჩვენ ვიცით, რომ კასრების ბომბების გამოყენების პოტენციალი არსებობს, მაგრამ თუ რუსი სამხედროები მას უკრაინაში გამოიყენებენ, წააგებენ. ჩვენ გვეცოდინება ეს ვინ გააკეთა და ისინი ბოლოს მაინც დაიხოცებიან“– ამბობს გამოცემასთან საუბრისას ევროპელი ჩინოვნიკი, რომლის ვინაობა არ სახელდება.

გამოცემის აზრით,  სირიის მთავრობამ რუსეთში სპეციალისტები პუტინის დასახმარებლად იმიტომ გაგზავნა, რომ რამდენიმე წლის წინ პუტინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ასადის რეჟიმის გამყარებაში. ჩინოვნიკები თვლიან, რომ 800–დან 1000-მდე სირიელმა სამხედრომ უკვე გამოთქვა რუსეთში წასვლის სურვილი, სადაც კრემლი 1500–4000 დოლარის ფარლებში ხელფასს დაპირდა. ეს 20–ჯერ მეტია, ვიდრე ისინი სირიაში იღებენ.

 სირიის ხელისუფლებამ კასრების ბომბების გამოყენება  2012 წელს დაიწყო.

 2014 წლის თებერვალში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მათი გამოყენება საგანგებო რეზოლუციით დაგმო. მას შემდეგ უფლებადამცველების ანგარიშის მიხედვით, კასრის ბომბებს დამატებით 9 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

ე.წ. კასრის ბომბების აფეთქებით სირიაში დაღუპულთა 95 პროცენტი მშვიდობიანი მოსახლეობაა, დაახლოებით ერთ მესამედს კი ბავშვები შეადგენენ.