ჰაიეკის პიკანტური დეკოლტე და ენისტონის შლეიფი: ვის რა ეცვა “ოქროს გლობუსის“ წითელ ხალიჩაზე

ლოს ანჯელესში “ოქროს გლობუსის“ 2020 წლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ფილმებზე და ნომინაციებზე არანაკლებ ინტერესს ტრადიციულად ის სამოსი იწვევს, რომლითაც ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე გავლა გადაწყვიტეს.

რიზ უიზერსპუნმა დიზაინერ Roland Mouret სადა თეთრი კაბა აირჩია . მხრებთან ასიმეტრიულმა კაბამ მისი პატრონის დახვეწილ ფიგურას გაუსვა ხაზი.

ჯენიფერ ენისტონს Dior-ის შავი, კორსეტიანი კაბა ეცვა გრძელი შლეიფით.

მარგო რობიმაც წელს მინიმალიზმი არჩინა. მას ცერემონიალზე Chanel-ის სამოსი ეცვა –ბრჭყვიალა ჭრელი ტოპი და თეთრი აბრეშუმის ქვედა ბოლო.

ნიკოლ ქიდმანმა წითელი ფერი აირჩია. Versace –ს ღრმად შეხსნილ კაბაში ის შესანიშნავად გამოიყურებოდა.

სელმა ჰაიეკი კი სექსუალური დეკოლტეთი გამოჩნდა. ლურჯი ტოპი მისი მკერდის ზომას უსვამდა ხაზს.

გვინეტ პელტროუსგან კი ასეთ სიშიშვლეს არავინ ელდა: მსახიობმა Fenfi-ს მთლიანად გამჭვირვალე, კარამელისფერი კაბა შეარჩია.