პარლამენტში იუსტიციის მინისტს უსმენენ. თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოში “სამთავრობო საათის“ ფორმატში მივიდა. მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მას კითხვები დეპუტატებმა დაუსვეს. მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, რომელიც დაინტერსდა რატომ არ არის ჩართული რუსთავი 2 –ის მაუწყებლობა ციხეებში. გოცირიძის მეორე შეკითხვა ამნისტიას ეხებოდა.