ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იქნება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ პოზიციაზე ნინო დოლიძე აირჩია.

“ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ნინოს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

ბოლო 8 წლის განმავლობაში ის მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად, ასევე მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით. პარალელურად ის გახლავთ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი საარჩევნო და გენდერული თანასწორობის საკითხებში. კითხულობს ლექციებს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

ნინო კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო სამართლიანი არჩევნების თანაშრომელი. სხვადასხვა პოზიციებზე, მას მონაწილეობა აქვს მიღებული 15-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო (OSCE/ODIHR, IRI, NDI, ENEMO) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნულია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო დოლიძე მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 თებერვლიდან შეუდგება.

შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პირად წარმომადგენელს გზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში ევროკავშირის მიერ...

მეუფე სტენაფე აცხადებს, რომ სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს სასულიერო პირებმა კი შეთქმულება მოუწყვეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ სიტუაცია ჟურნალისტებმა გაამწვავეს სასულიერო პირებმა კი შეთქმულება მოუწყვეს. "სასულიერო პირებს...

იყო ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა – საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე

"იყო ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა და ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა"- ასე აფასებს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, კატასტროფა იქნება – ევროპარლამენტარი შარლ მიშელის შეთავაზებაზე

"თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, კატასტროფა იქნება" - ასე ეხმაურება,  ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ...

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით...

პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქალი მისი შვილების მასწავლებელს გაყვა ცოლად

პლანეტის ერთ–ერთი უმდიდრესი ქალი, მაკენზი სკოტი სკოლის მისი შვილების სკოლის მასწავლებელს გაყვა ცოლად. ის...

გამორიცხული არ არის – თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანაზე

"გამორიცხული არ არის" - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი. "თუ...

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელია პატრიარქი – მეუფე პეტრე

"ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელია პატრიარქი" -ამის შესახებ, მეუფე პეტრე ცაავამ, ტელეკომპანია "ფორმულასთან" განაცხადა. "პასუხისმგებლობა ყველა...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო