ISW: პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მას შეუძლია უკრაინის დაპყრობა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ თვლის,  რომ დროთა განმავლობაში მას შეუძლია მოიგოს ომი უკრაინაში და “მიაღწიოს სრულ გამარჯვებას”, ნათქვამია აშშ-ს ომის შესწავლის ინსტიტუტის უახლეს ყოველდღიურ მოხსენებაში.

„ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა ვერ  დაარწმუნეს ის, რომ მან უნდა განიხილოს რაიმე უნივერსალური ან კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება,“ – ნათქვამია მოხსენებაში– „ამის ნაცვლად პუტინი კვლავ  ორიენტირებულია გაჭიანურებული კონფლიქტის გზით თავისი თავდაპირველი სამხედრო მიზნების მიღწევაზე, რომელსაც ის მოიგებს, ან უკრაინისთვის საკუთარი ნების ძალით თავს მოხვევით, ან უკრაინელი ხალხის ნების გატეხვით, მას შემდეგ, რაც უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა ამოიწურება“.

ISW ექსპერტების აზრით, რუსეთის პრეზიდენტი იმით ხელმძღვანელობს,  რომ ორივე მსოფლიო ომი, ამერიკის სამოქალაქო ომი და ნაპოლეონის ომები დასრულდა მხოლოდ ერთ-ერთი მხარის გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, როდესაც სამშვიდობო ხელშეკრულებაში მხოლოდ ბრძოლის ველზე არსებული რეალობა დაფიქსირდა.

თუმცა, ისტორიამ ბევრი საპირისპირო მაგალითი იცის: დეიტონის შეთანხმებამ დაასრულა ბოსნიის კონფლიქტი, შეიარაღებული კონფლიქტი ჩრდილოეთ ირლანდიაში დასრულდა შეთანხმების ხელმოწერით ბელფასტში და 1973 წლის არაბულ-ისრაელის იომ კიპურის ომი დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოსკოვმა ფრონის ხაზზე შეტევაში გადაისროლა 300,000 მობილიზებული რეზერვისტის უმეტესობა და 40,000 ვადაზე ადრე გათავისუფლებული პატიმარი .მთელი ფრონტის ხაზზე, შეახსენებენ მოხსენების ავტორებს, მაგრამ „ამ ძალისხმევის შედეგები შთამბეჭდავი არ არის“.

ამავდროულად, მსოფლიოს ყველა მედია (მათ შორის რუსული და უკრაინული) განიხილავს უკრაინის მოახლოებულ კონტრშეტევას: ყველა დარწმუნებულია, რომ ეს მოხდება – ერთადერთი საკითხია სად და როდის.

“ეს შესაფერისი მომენტი იქნებოდა პუტინისთვის, რათა გაეკეთებინა დასკვნა, რომ რუსეთს არ შეუძლია ძალით თავს მოახვიოს მისი ნება უკრაინას და რომ მან  კომპრომისული გამოსავალი უნდა ეძებოს. თუმცა, ის აშკარად ვერ  მივიდა ასეთ დასკვნამდე”, – წერენ ანგარიშის ავტორები და იხსენებენ, რომ პუტინი ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას თავაზიანად დაპირდა მას,  რომ განიხილავს  პეკინის წინადადებას მშვიდობის დამყარების შესახებ, და ამით სამშვიდობო პროცესის შესახებ საუბარი დასრულდა.

დოკუმენტის ავტორები აჯამებენ, რადგან პუტინთან მის ენაზე და მის რეალობებზე დაყრდნობით უნდა ისაუბრო, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ისეთი ხარისხის ზიანი უნდა მიაყენონ [რუსულ ძალებს], რომ პუტინისთვის და მისი ახლო წრეებისთვის ცხადი გახდეს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ ომის შედეგის გაუმჯობესების უნარი საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში.

თუმცა, მაშინაც კი, თუ კიევის კონტრშეტევა ძალიან წარმატებული აღმოჩნდება, მხოლოდ ის შეიძლება არ იყოს საკმარისი, „რადგან პუტინი არ მიიღებს იმ ფაქტს, რომ მას არ შეუძლია რეალურად დაიპყროს უკრაინა“.– წერია ანგარიშში.