ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა.
ბიძინა ივანიშვილმა ის სახლი დაათვალიერა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, ივანიშვილი ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილსაც შეხვდა, საუბარი იყო გზის რეაბილიტაციაზე, ასევე ეკლესიის მშენებლობასა და სკვერის მოწყობაზე.
“გაზიფიცირებას დავუჩქაროთ, წყალსაც დავუჩქაროთ, ბიუჯეტს არ ექნება მე გავაკეთებ”- ამბობს ბიძინა ივანიშვილი ხალხთან შეხვედრისას და მოსახლეობას საბავშვო ბაღის აშენებასაც პირდება.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამოუძიებელ საქმეს სამარცხვინოს უწოდებს და დროულ გამოძიებას ითხოვს.













