ივანიშვილმა იარა იარა, და იდეურად ბარდება ინაშვილს – უსუფაშვილი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე

ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის „ოცნებაში“ დაბრუნებას „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი სახელისუფლებო ვერტიკლის გადარჩენისთვის ბიძინა ივანიშვილის სასოწარკვეთილ მცდელობას უწოდებს. უსუფასვილის განცხადებით, ივანისვილს აწუხებს ის, რომ სახელისუფლებო ვერტიკალია გამრუდებული და არა ის, ქვერყანა რა დრეშიც აღმოჩნდა მისი უუნარო მმართველობის გამო.

„ეს არის ნაბიჯი უკან. ეს არის მხოლოდ სასოწარკკვეთილი, უსუსური მცდელობა, უკან დაბრუინებით წინ აწავიდეთ. უკან თუ მიბრუნდები წახვალ უკან და არა – წინ. მგონია, რომ ზეიმის საფუძველი ერთ კონკრეტულ ადამიანს და პოლიტიკურ ჯგუფს აქვს – ეს არის ირმა ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსი“. ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გაძლიერდა „ოცნების“ „პატრიოტთა ალიანსთან“ ალიანსის ტედენციები, რომელიც ისედაც თავლნათელი იყო. ივანიშვილმა იარა იარა, და იდეურად ბარდება ინაშვილს, ამიტომ, ინაშვილს აქვს საფუძველი, იზეიმოს.