{{ARTICLEIMAGE}}
“ჯეოსელის” და “მაგთის” აბონენტებისთვის ტარიფები იზრდება. ორივე კომპანიას თავიანთი ტარიფები ექნებათ, როგორც აქამდე, თუმცა უკვე ნამატი ფასით. კერძოდ, კომპანია “სილქნეტის” ცნობით, რომელმაც “ჯეოსელი”გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი პირველი მარტიდან ამოქმედდება. შესაბამისი შეტყობინებები მომხმარებლებს უკვე დაეგზავნათ.
როგორც სილქნეტის განცხცადებიდან ირკვევა, პირველი მარტიდან როგორც ფიქსირებული, ასევე “მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს”.
კერძოდ – “ახალი პაკეტი მეტი 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; “ახალი პაკეტი მეტი M” 15 ლარი გახდება, დღემდე კი მისი ფასი 10 ლარი იყო; “ახალი პაკეტი მეტი უსასრულო” 30 ლარი ეღირება, ნაცვლად არსებული 25 ლარისა.
ცვლილებებია “მაგთის” ტარეიფებშიც. კომპანიის განცხადებით, 18 თებერვლიდან მომხმარებელი “მარტივი 25”-ს ნაცვლად, განახლებულ პაკეტ “მარტივს” მიიღებს, რომელიც არსებულთან შედარებით, 5 ლარით ძვირი იქნება. გაძვირებული პაკეტის “მარტივის” ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს – 1 000 მგ-ის ნაცვლად 1 500 მბ-ს მიიღებენ.
როგორც მაგთის, ასევე ჯეოსელის განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.
კომპანიები აწესებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურს, რომელიც “ჯეოსელის” შემთხვევაში თვეში 20 თეთრი, “მაგთის” აბონენტებისთვის 180 დღეზე – 1 ლარი იქნება.