ლივერპულში, ენფილდის სტადიონზე საფეხბურთო კლუბების “ლივერპულისა” და “მილანის” ვეტერან ფებურთელებს შორის დღეს ამხანაგური მატჩი გაიმართება. ლეგენდების მატჩში თბილისის მერი და „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძეც ითამაშებს. თამაში ჩვენი დროის 17:30 საათზე დაიწყება.
გუნდების შემადგენლობა ასეთი იქნება:
ლივერპული: ირჟი დუდეკი, სენდერ ვესტერველდი, ლუის გარსია, სტივ მაკმანამანი, ვლადიმირ შმიცერი, ჯიბრილ სისე, რობი ფაულერი, დანიელ აგერი, ჯეიმი კარაგერი, სამი ჰიიპია, გლენ ჯონსონი, ალან კენედი, ბიორნ ტორ კიარმი, ჯეისონ მაკატიერი, ჯიმი ტრაორე, პატრიკ ბერგერი, სალიფ დიაო, ჯონ ოლდრიჯი, დირკ კუიტი, მაიკლ ოუენი, იან რაში.
მილანი: კახა კალაძე, პაოლო მალდინი, ნესტა, ანდრეა პირლო, მანუელ რუი კოშტა, ნელსონ დიდა, კრისტიან აბიატი, ვალერიო ფიორი, მარკო სტორარი, მასიმო ამბროზინი, დანიელე ბონერა, მარკო ბორიელო, კაფუ, ანჯელო კარბონე, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, ჯენარო გატუზო, ალბერტო ჯილარდინო, რიკარდო კაკა, მარეკ იანკულოვსკი, ფილიპო ინძაგი, მასიმო ოდო, ჯუზეპე პანკარო, სერჟინიო, დარიო შიმიჩი, იაპ სტამი.
“ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, როდესაც საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადები. მიხარია, რომ ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 10 წელი გავატარე. ჩემს კარიერას “მილანში” წარმატებულს დავარქმევდი. რისი მოგებაც შესაძლებელი იყო კლუბის დონეზე, ერთად ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა იყო ჩემპიონთა ლიგის ერთი რთული ფინალი, როდესაც 3:0 ვიგებდით. მეორე ტაიმში სამი ბურთი გაგვიტანეს, გაგვითანაბრეს და შემდეგ მცირედით დავმარცხდით. ეს შეხვედრა ზუსტად “ლივერპულთან” იყო და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. დღეს იმართება საქველმოქმედო მატჩი იგივე შემადგენლობით, როგორც 2007 წლის მატჩში. ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ბილეთი გაყიდულია და ვფიქრობ, გულშემატკივარი ისიამოვნებს”, – განაცხადა კახა კალაძემ














