რუსულმა გამოცემამ, GQ –მ 2019 წლის ყველაზე მოდური რუსი მამაკაცების 50–ეული შეადგინა. რატომღაც რუს მამაკაცებს შორის თბილისის მერი, კახა კალაძე და რეპერი ბერა ივანიშვილიც მოხვდნენ. მათ რეიტინგში წამყვანი პოზიციები დაიკვეს : ბერა ივანიშვილმა მეცხრე ადგილი, კალაძემ კი მეექვსე. მათ ფოტოზე რედაქციამ შემდეგი მინაწერები გააკეთა:
ბერა ივანიშვილი – მუსიკოსი
ქართველი ჰიპ–ჰოპ შემსრულებელი ფრანგული ფესვებით სამ იმიჯს ირგებს და სწრაფად უნაცვლებს ერთმანეთს: 1960 იანი წლების პარიზელი ბიჭის, ტყავის ქურთუკში და გრძელ შარფში, რომელსაც ედი სლიმანი თავის კოლექციებში უმღეროდა. მეორე : ტრადიციებისადმი ერთგული ქართველის (იხილეთ მისი ქორწილის ფოტოები) და მოდური რეპერის იმიჯს. აქედან რომელი იმიჯი ჯობს, გადაჭრით თქმა შეუძლებელია. სამივე მათგანი სტილისტურად სრულყოფილია.
კახა კალაძეს კი გამოცემა ასე ახასიათებს:
კახა კალაძე– ჩინოვნიკი
“თბილისის მერი ოდესაღაც საფეხბურთო კლუბ მილანში და საქართველოს ნაკრებში წარმატებით თამაშობდა. შემდეგ კი სხვა – პოლიტიკურ ლიგაში გადავიდა. მაგრამ ხულიგნური ჩაცმულობა და სამეულ–კოსტუმებზე უარი არ თქვა. თავისი ჩაცმულობით ის ახალი ამბებისთვის არანაკლებ საფუძველს ქმნის, ვიდრე მერის კომპეტენციაში მიღებული გადაწყვეტილებებით. ინსტაგრამში და პოპულარულ ტელეგრამ არხებზე რამდენიმე დღე განხილავდნენ მის ქურთუკს და ვარდისფერ ნაქსოვ ქუდს. ჩვენ ჩვენის მხრივ განვმარტავთ: ჩვენ მისი კოსტუმებიც , პარკაც და სიცილიური სამოსიც მოგვწონს. საკუთარ თავს ჯანსაღი ირონიის გრძნობით უნდა მოეკიდო და კახამ ეს იცის“ – წერს გამოცემა.