კარბამიდის ტერმინალის პროექტზე მორიგი შეხვედრა გაიმართა

{{ARTICLEIMAGE}}
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, “ბათუმელთა დარბაზის” ინიციატივით,  კომპანია “Wondernet Exspress”-მა კიდევ ერთი საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის პორტის ეკოლოგიური სამსახურის უფროსი ზაზა ვაშალომიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ბიოქიმიკოსი ალეკო კალანდია, ვლადიმერ ბარამიძე აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი და კომპანია  “Wondernet Exspress” – ის დირექტორი გიორგი ზარიძე.

 

გამომსვლელებმა და კომპანიის დირექტორმა ინფორმაცია მიაწოდეს აუდიტორიას კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის შესახებ, ხაზი გაესვა იმას, რომ ატეხილი მიზანმიმართული კამპანია ეგრეთწოდებული ქიმიური ტერმინალის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. რეალურად კი იგეგმება გრანულირებული კარბამიდის ტერმინალის აშენება და ლიცენზიის მოთხოვნაც კომპანიას მხოლოდ ამ კონკრეტულ სასუქ მინერალზე აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში გრანულირებული კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ უმსხვილეს ამერიკულ  კომპანია “trammo”-სა და საერთაშორისო კომპანია “Wondernet Express”-ს შორის მოეწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ბათუმის პორტში ერთობლივ ინვესტირებას განახორციელებენ და ულტრათანამედროვე ტერმინალს ააშენებენ.