კიმ კარდაშიანის შვილი რეანიმაციაში მოხვდა

3 წლის სეინტი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც სუფთა ჰაერზე დიდხანს ითამაშა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს და ორგანიზმის მწვავე რეაქციის მიზეზი დაადგინეს.

ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ მედიას კიმის დედამ, კრის ჯენერმა უამბო. კლანის 63 წლის მეთაური ამბობს, რომ კიმ კარდაშიანმა და მისმა ქმარმა, კანიე უესტმა რამდენიმე მძიმე საათი გაატარეს მას შემდეგ, რაც ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ჩემი პატარა ბიჭი პალმ–სპრინგსის სააადმყოფოში მიიყვანეს. რეანიმაციაში აღმოვჩნდით“– განაცხადა კრისმა.
ექიმების თქმით ბავშვს პოტენციურად საშიში ალერგიული რეაქცია აქვს. მას სუნთქვა ლამის გაუჩერდა სახლის წინ გაზონზე თამაშის შემდეგ. კვლევებმა აჩვენა, რომ სეინტს ბალახზე ალერგია აქვს. დროული დახმარების წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა.

კარდაშიან–ჯენერების ოჯახის მეთაურმა განაცხადა, რომ ალერგიული რეაქციები მის კიდევ ერთ შვილიშვილს – კორტნი მეისონის 9 წლის ვაჟს აწუხებდა. როგორც ირკვევა, ის მიწის თხილის გამო კინაღამ გაიგუდა და ასევე საავადმყოფოში მოხვდა. ვარსკვლავების დედა და ბებია ამბობს, რომ ძალიან საშიშია, როცა რაღაც პირველად ხდება. ალერგიის შეტევებისგან ბიჭი დიდხანს იტანჯებოდა. მისი რაციონი კი მკაცრად კონტროლდებოდა. თუმცა როგორც ბებია ამბობს, ბავშვი განიკურნა და ახლა შეუძლია ყველაფერი მიირთვას.
კიმს და კანიეს სამი შვილი ყავთ: 5 წლის ქალიშვილი ნორტი, 3 წლის ბიჭი სეინტი და ერთი წლის გოგონა ჩიკაგო. წყვილი კიდევ ერთ შვილს ელოდება, რომელსაც მუცლით სუროგატი დედა ატარებს. კიმმა უკვე განაცხადა, რომ ისინი ბიჭს ელოდებიან.