კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის ღვთისმსახურების ჩატარების უფლება აფხაზეთში – იდეა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო “არ დათანხმდა” (ვიდეო)

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას პაატა ზაქარეიშვილმა საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოსთან შეთანხმების დადება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთში, კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის ღვისთმსახურების ჩატარების უფლების დროებით გადაცემა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ ეს იდეა იმჟმინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც გაუზიარა და საპატრიარქოსთან მოლაპარაკების დაწყების ნებართვა მიიღო, თუმცა ის ვერ განხორციელდა, რადგან საქართველოს საპატრიარქომ “მკაფიო და ცალსახა” უარი განაცხადა.