“მე დღეს უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს“ – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაივშილმა პარლამენტის დღვანდელი ხმაურიანი სხდომის შემდეგ.
ლევან გოგიჩაიშვილი ეკა ბესელიასთან და რამდენიმე ადამიანთან ერთად უკვე რამდენიმე კვირაა უმრავლესობის იმ წევრებს უპირისპირდება, ვინც ე.წ. მოსამართლეთა კლანს ლობირებს. დღეს პარლამენტმა ეკა ბესელიას კანონპროექტი ჩააგდო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადების შესახებ, რის შემდეგაც ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
იგივე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ 12 საათზე გამოაცხადებს ეკა ბესელია.














