ლიტერატურული ჯილდო WhatsApp–ით დაწერილი წიგნისთვის

ირანიდან დევნილმა ბეხრუზ ბუჩანიმ ლიტერატურის დარგში ავსტრალიის ყველაზე პრესტიჟული პრემია, Victorian Prize მიიღო წიგნისთვის, რომელიც WhatsApp-ის მესენჯერით დაწერა.
წიგნისთვის სახელწოდებით: “არანაირი მეგობრები მთების გარდა: ჩანაწერები ციხიდან“– ავტორს 72 ათასი დოლარი უნდა გადასცენ, თუმცა ის კუნძულ მანუსზე იმყოფება და ავსტრალიაში შესვლის უფლება არ აქვს, რომელსაც ლტოლვილებთან მიმართებაში მკაცრი პოლიტიკა აქვს.
დევნილი მამაკაცის თქმით ის იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა იმ პრობლემების გამო, რომლებიც მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. 2013 წელს ის ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა დააკავა და ლტოლვილთა ცენტრში გაგზავნა. სწორედ იქ დაწერა ბუჩანიმ თავისი წიგნი, რომელსაც თარჯიმანს WhatsApp-ის აპლიკაციით მესიჯების სახით უგზავნიდა.
მწერალი ამბობს, რომ ქაღალდს არ იყენებდა, რადგან მცველებს შეიძლება მისთვის ჩანაწერები წაერთმიათ. ცენტრი2017 წელს დაიკეტა, რის შემდეგაც ჟურნალისტს დევნილის სტატუსი პაპუა–ახალ გვინეაში მდებარ კუნძულ მანუსზე მიანიჭეს.
წესების მიხედვით Victorian Prize for literature –ს მიღება მხოლოდ ავსტრალიის მოქალაქეებს შეუძლიათ, თუმცა ბუჩანისთვის გამონაკლისი დაუშვეს. ჟიურის წევრებმა წიგნს ხელოვნების გამოჩენილი ნიმუში უწოდეს და ავტორი მისი სტილის გამო შეაქეს.