მამინაცვალი 4 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზს ჰყვება (ვიდეო)

რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი. გარდაცვლილი გოგონას დედას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. მეზობლების ვარაუდით, 4 წლის ბავშვს სასიკვდილო დაზიანებები სწორედ დედამ მიაყენა, თუმცა დაკავებულის ახლობლები და მეუღლე ამტკიცებენ, რომ ბავშვი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და მასზე დედას არ უძალადია. ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ცნობილია, ბავშვზე ძალადობის გამო ქალს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი რამდენიმე კვირის წინ გამოუწერა. 6 იანვარს ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშიც მოხვდა, სადაც მკურნალობას ორი დღის განმავლობაში გადიოდა.