მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა.

{{ARTICLEIMAGE}}საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრების არაფორმალური შეხვედრა ბოლნისში. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. მთავრობის მეთაურებმა კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსნებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე განკარგულებას ხელი 14 იანვარს მოაწერა.