მგზავრებით სავსე 3 ავტობუსი კობი-გუდაურის მთავარ მაგისტრალზე ზვავში მოჰყვა. დახმარებას ისინი მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ თუმცა ქარბუქის გამო მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონასთან მისვლა ვერ ხერხდება.მგზავრებით სავსე ავტობუსებს რომელებიც სტეფანწმინდიდან გუდაურის მიმართულებით მოძრაობდნენ ზვავმა გზა დილის 6 საათზე ჩაუკეტა. სიცივეში და საკვების გარეშე დარჩენილი ხალხი შველას მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა.გარემოს ეროვნული სააგენტოს დაწესებული შეზღუდვისა და ძლიერი ქარბუქის გამო, მაშველები კობის უღელტეხილზე შესვლას ვერ ახერხებდნენ. გზის გახსნა დროებით მაშველებმა მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეძლეს და მგზავრები ნაწილი გამოიყვანეს. როგორც მგზავრები ამბობენ ლარსის გასაშვებ პუნქტზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ისინი ზვავსაშიშროების შესახებ არ გააფრთხილეს. კობი-გუდაურის გზაზე ამ დრომდე მძიმე ვითარებაა. საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები გზის გაწმენდას უშედეგოდ ელოდებიან. 2 ავტობუსი, სადაც ქალები და ბავშვები იმყოფებიან და ასობით მსუბუქ ავტომობილს მგზავრებს ღამის გათენება ქუჩაში მოუწევთ













