Microsoft–მა რუს მომხმარებლებს Windows 10 და 11–ის ჩატვირთვა შეუზღუდა

რუს მომხმარებლებს Windows 10 და  11–ის ჩატვირთვა შეუზღუდა

ამერიკულმა კომპანია Microsoft–მა  რუს მომხმარებლებს  მათი ოფიციალური გვერდიდან Windows 10 და 11–ის ჩამოტვირთვა აუკრძალა.

პროგრამული უზრუნველყოფის ამ ვერსიების ჩამოტვირთვისას ან აპლიკაცია  Media Creation Tool–ის დაყენების მცდელობისას მომხმარებლის ეკრანზე გამოდის შეცდომის გვერდი 404  (File or Directory not found“).

როგორც ცნობილია, პრობლემები ვინდოუსის ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით რუს პროვაიდერებს და ყაზახეთის მოქალაქეთა ნაწილს 2022 წლის ივნისის შუა პერიოდიდან გაუჩნდათ, თუმცა VPN–ის გამოყენებისას და სხვა ადგილმდებარეობის მითითებისას ჩატვირთვა ძველებურად ხდება.

თავად კომპანია  Microsoft რუსულ ბაზარზე მისი პროგრამული უზრუნველყოფის შეჩერების შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ რუსულ ბაზართან თანამშრომლობა რუსეთის უკრაინაში შერჭის შემდეგ შეწყვიტა.